კრემლში აცხადებენ, რომ დასავლური მედიის ბრალდება, თითქოს საფრანგეთის სარკინიგზო სისტემაზე თავდასხმის უკან რუსეთი დგას, სიცრუეა
მოსკოვში აცხადებენ, რომ დასავლური მედიის ბრალდება, თითქოს საფრანგეთის სარკინიგზო სისტემაზე განხორციელებული თავდასხმის უკან რუსეთი დგას, სიცრუეა.
როგორც კრემლში ამბობენ, დასავლური მედია ცდილობს, ყველაფერი რუსეთს დააბრალოს.
საფრანგეთში სარკინიგზო ქსელის წინააღმდეგ ვანდალური აქტები რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, რამაც პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე სარკინიგზო სისტემის მუშაობა შეაფერხა.