კრემლი კალინინგრადის ოლქისთვის სახელის შეცვლის შესახებ პოლონეთის გადაწყვეტილებას მტრულ აქტს უწოდებს
კრემლი კალინინგრადის ოლქისთვის სახელის შეცვლის შესახებ პოლონეთის გადაწყვეტილებას მტრულ აქტს უწოდებს

კრემლი რუსეთის ფედერაციაში შემავალი კალინინგრადის ოლქისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით პოლონეთის გადაწყვეტილებას მტრულ აქტს უწოდებს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, „ის, რაც პოლონეთში ხდება, სიგიჟის ზღვარზეა“.

„მოგეხსენებათ, ეს რუსოფობიაც კი არ არის. ის, რაც პოლონეთში ხდება, სიგიჟის ზღვარზეა. ჩვენ ვიცით, რომ ისტორიის მანძილზე პოლონეთი დროდადრო ამ სიგიჟეში ტრიალებს რუსებისადმი სიძულვილის გამო. ეს მეორდება მრავალი საუკუნის განმავლობაში, მე-16, მე-17 საუკუნეებიდან და უფრო ადრეც. ამას კარგი არაფერი მოაქვს პოლონეთისa და პოლონელი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, ეს სხვა არაფერია, თუ არა მტრული ქმედებები. ასე ვაფასებთ მათ“, – განაცხადა პესკოვმა.

ოფიციალური გადაწყვეტილებით, პოლონეთი კალინინგრადის ოლქს პოლონური სახელწოდებით მოიხსენიებს. პოლონეთის ფარგლებს გარეთ გეოგრაფიული სახელების სტანდარტიზაციის კომისიის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში შემავალ კალინინგრადის ოლქს პოლონურად კროლევიეცი უწოდეს.