კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი
კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სავაჭრო ცენტრ „ამსტორში“ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს.
რუსეთმა კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიში რამდენიმე საათის წინ განახორციელა. არსებული ინფორმაციით, იმ დროისთვის სავაჭრო ცენტრში 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, სავაჭრო ცენტრს არანაირი სტრატეგიული ღირებულება არ ჰქონდა. ზელენსკი ამბობს, რომ ოკუპანტებს აღიზიანებთ უკრაინელი ხალხის მცდელობა, რომ ნორმალურად იცხოვრონ.