კრასნოდარის მხარეში ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
რუსეთის კრასნოდარის მხარეში ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიამ მასშტაბური ხასიათი ტუაფსეს რაიონში და ქალაქ სოჭში მიიღო. წყალდიდობის გამო, საცხოვრებელი სახლი 500-მდე ადამიანმა დატოვა.
სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. წყალდიდობის გამო დაინგრა ჯუბგა-სოჭის საავტომობილო გზის ნაწილი.
რეგიონული ხელისუფლების ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში ნალექის შემცირება მოსალოდნელი არ არის.