კრაკოვიდან ქუთაისის მიმართულებით „აირბუს ა 321“ (AIRBUS a 321) ტიპის თვითმფრინავით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 221 მგზავრიდან უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, პირველი რეისის მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები ქართული ღვინო და ქართული წარმოების ჩირი დაურიგდათ.
პოლონეთის სიდიდით მეორე ქალაქი და ძველი დედაქალაქი – კრაკოვი რიგით მეხუთე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან წასვლაა შესაძლებელი. რეისები კვირაში ორი სიხშირით, 4 აგვისტოდან სრულდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს.