კოვიდრეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული ჯარიმები ამნისტირებულია
კოვიდრეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებით დაწესებული ჯარიმები ამნისტირებულია. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს მიიღო. პარლამენტმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებები მიზნად ისახავს 2021 წლის 23 ივნისამდე ჩადენილ ყველა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისა და სახდელისგან პირების გათავისუფლებას, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევას მოიცავს.
რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ პროექტს, ის, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.