სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა გრძელდება
„კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გრძელდება. დღეიდან ვაქცინაციის პროცესში, ქალაქი ფოთი, სენაკის, წალენჯიხის, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტები ჩაერთვნენ.
სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პირებს ვაქცინის გაკეთება ამბულატორიულ ცენტრებსა და კლინიკაში „ევექსი“-ს ფილიალებში შეუძლიათ. დღეს აცრა სენაკის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების ცენტრში ამავე დაწესებულების ხელმძღვანელმა მურმან ბოჯგუამ გაიკეთა.
მედიკოსი მოუწოდებს კოლეგებს აქტიურობისკენ, რათა დარეგისტრირდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია, მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ საბოლოოდ დამარცხდეს ვირუსი.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინის 3 100 დოზა გადანაწილებულია ყველა მუნიციპალიტეტში.
დღეის მონაცემებით, სპეციალურ პორტალზე რეგიონის მასშტაბით დარეგისტრირებულია 100-მდე მედიკოსი.
ხვალ, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან ჩხოროწყუს, ხობისა და აბაშის მუნიციპალიტეტები.სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაცია 15 მარტს ზუგდიდიდან დაიწყო.