„კოვიდ-19“-ის მესამე ტალღის გამო, ნორვეგიაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა
ნორვეგია „კოვიდ-19“-ის მესამე ტალღას ებრძვის – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ბენ ჰოიემ განაცხადა.
ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, რის გამოც მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 მარტის შემდეგ ნორვეგიაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ნორვეგიაში „კოვიდ-19“-ის 82 245 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 641 ადამიანი.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინის ერთი დოზა 448 000 ადამიანს გაუკეთდა, ორივე დოზით კი 256 000 ადამიანია აცრილი.