„კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო თეირანში საჯარო თავშეყრის ადგილები დაიკეტა
„კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო, თეირანში სკოლები, მეჩეთები და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილები დაიკეტა.
ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის დედაქალაქში ასევე დაიკეტა უნივერსიტეტები, სემინარიები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, თეატრები, სპორტული დარბაზები, კაფეები და სილამაზის სალონები. ახალი რეგულაციები ძალაში სულ მცირე 9 ოქტომბრამდე იქნება.
ირანში „კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში 179 ადამიანი გარდაიცვალა, ლეტალური შემთხვევების საერთო მაჩვენებელი 26 746-ს აღწევს.
ასევე გამოვლინდა დაინფიცირების 3 523 ახალი შემთხვევა, ქვეყანაში „კოვიდ-19“ სულ 468 119 ადამიანს დაუდასტურდა.