კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან დაითხოვეს
კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან დაითხოვეს

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ილიას ზუროსის ქართველი ასისტენტები – კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან დაითხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით სამწვრთნელო შტაბში სლოვენიელი იურიცა გოლემაცი მთავარი ასისტენტის რანგში დარჩება.

ვინ ჩაანაცვლებს კოტე ტუღუშსა და ირაკლი ხოშტარიას, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამ წუთებში საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში გამგეობის სხდომა მიმდინარეობს.

15:30
განახლება #1 - 11/10/2017

პირველი არხს საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნაკრების სამწვრთნელო შტაბს სლოვენიელი იურიცა გოლემაციც დატოვებს.