კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან დაითხოვეს
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ილიას ზუროსის ქართველი ასისტენტები – კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან დაითხოვა.
გავრცელებული ინფორმაციით სამწვრთნელო შტაბში სლოვენიელი იურიცა გოლემაცი მთავარი ასისტენტის რანგში დარჩება.
ვინ ჩაანაცვლებს კოტე ტუღუშსა და ირაკლი ხოშტარიას, ჯერ-ჯერობით უცნობია.
ამ წუთებში საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში გამგეობის სხდომა მიმდინარეობს.