კოსტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან 40-წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა
15:23, 14.05.2019
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მშენებარე 25-სართულიანი კორპუსიდან 40-წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცი ხარაჩოს შლიდა, რა დროსაც თოკი გაწყდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.