კოსტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან 40-წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა 
კოსტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან 40-წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა 

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მშენებარე 25-სართულიანი კორპუსიდან 40-წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცი ხარაჩოს შლიდა, რა დროსაც თოკი გაწყდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.