კოსტა რიკაში რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია
კოსტა რიკაში რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია.
„როიტერის“ ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი.
სტიქიის ზონიდან სამი ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი თავშესაფრებში გადაიყვანეს.
მეტეოროლოგიური სამსახურის გადაწყვეტილებით, კოსტა რიკის უმეტეს რეგიონში მოსალოდნელი წყალდიდობისა და მეწყერის გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.