კოსოვოში ნატო-ს ჯარისკაცებზე თავდასხმის ორგანიზატორი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააპატიმრეს
კოსოვოში ნატო-ს ჯარისკაცებზე თავდასხმის ორგანიზატორი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააპატიმრეს

კოსოვოში ნატო-ს ჯარისკაცებზე თავდასხმის ორგანიზების ბრლადებით ექვსი პირი დააპატიმრეს, მათ შორის ერთი ქალია.

გამოძიების ცნობით, დაკავებული პირები ნატო-ს სამხედრო მოსამსახურეებზე კოსოვოში, ბელგიასა და საფრანგეთში თავდასხმას გეგმავდნენ. დაკავებულებს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

კოსოვოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედები „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევრები იყვენენ. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთს ბელგიის პასპორტი ჰქონდა.