კოსოვოს სადაზვერვო სააგენტოს შენობაში სროლის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
პრიშტინაში, კოსოვოს სადაზვერვო სააგენტოს შენობაში სროლის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Balkan Insight-ი ავრცელებს.
„მამაკაცი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. პროკურორი მალე ადგილზე იქნება და ჩვენ დეტალების გასაჯაროებას შევძლებთ“, – განაცხადა პრიშტინას მთავარი პროკურორის მოადგილემ.
კოსოვოს სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით, თავდამსხმელი და მსხვერპლი უწყების თანამშრომლები იყვნენ.
ინციდენტი ადგილობრივი დროით, დილის 09:10 საათზე მოხდა. გარდაცვლილი სავარაუდოდ, სადაზვერვო სააგენტოს სასადილოს თანამშრომელია. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.