კოსოვომ მონტენეგროსთან საზღვრის შესახებ 2015 წლის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა
კოსოვოს პარლამენტმა მონტენეგროსთან საზღვრის შესახებ 2015 წლის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა, რაც ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მოსაპოვებლად. თუმცა ამას წინ ხმაურიანი სესია უძღოდა.
ოპოზიციურმა პარტიამ ეს განხილვა სავაჭრო გარიგებად შეაფასა და სხდომის განმავლობაში რამდენჯერმე დარბაზში ცრემლმდენი აირი გაუშვა. ამ მიზეზით პოლიციამ რამდენიმე კანონმდებელიც კი დააკავა.
ხმის მიცემა მხოლოდ მეხუთე მცდელობისას მოხერხდა. 120 წევრიანი პარლამენტიდან 80 მომხრით 11-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღეს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმება.
„ახლა კოსოვო ევროკავშირს ელოდება პირობის მათი ნაწილის შესასრულებლად. კოსოვოს მოქალაქეებს ბოლოს და ბოლოს შეეძლებათ ევროპაში ევროპელების მსგავსად მოგზაურობა“, – ნათქვამია კოსოვოს პრემიერის განცხადებაში.