კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, იტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა
კორუფციული სკანდალის ფარგლებში კიდევ ერთი ევროპარლამენტარი დააკავეს. იტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
ადვოკატის განცხადებით, ევროპარლამენტარი საავადმყოფოში დააკავეს, სადაც გამოკვლევებს იტარებდა, ის ახლა უკვე სახლში – შინაპატიმრობაშია. როგორც ცნობილია, დაკავების ორდერი ბელგიის პოლიციამ გასცა.
შეგახსენებთ, გუშინ ამავე საქმის ფარგლებში ბელგიელი დეპუტატი მარკ ტარაბელა დააკავეს.
ბელგიური მხარე ევროპარლამენტარის ექსტრადირებას ითხოვს. ამ საკითხს სასამართლო 14 თებერვალს განიხილავს.