კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, იტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა

11:28, 12.02.2023

კორუფციული სკანდალის ფარგლებში კიდევ ერთი ევროპარლამენტარი დააკავეს. იტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო ავრცელებს.

ადვოკატის განცხადებით, ევროპარლამენტარი საავადმყოფოში დააკავეს, სადაც გამოკვლევებს იტარებდა, ის ახლა უკვე სახლში – შინაპატიმრობაშია. როგორც ცნობილია, დაკავების ორდერი ბელგიის პოლიციამ გასცა.

შეგახსენებთ, გუშინ ამავე საქმის ფარგლებში ბელგიელი დეპუტატი მარკ ტარაბელა დააკავეს.

ბელგიური მხარე ევროპარლამენტარის ექსტრადირებას ითხოვს. ამ საკითხს სასამართლო 14 თებერვალს განიხილავს.

 

მსგავსი