კორპორატიული სპორტის ფედერაციასა და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციასა და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია GURTİAD-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც ორგანიზაციებში აცხადებენ, მემორანდუმის მიზანი საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, პროპაგანდა და ხელშეწყობაა.
მემორანდუმის ფარგლებში ქართულ-თურქული ასოციაცია მონაწილეობას მიიღებს სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
„ჩვენ დიდ წვლილს შევიტანთ როგორც ჩართულობით, ასევე ფინანსური დახმარების მოძიების საკითხებში“, – განაცხადა ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია GURTİAD-ის პრეზიდენტმა ჯელალ სანჯარმა.
საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა ცივაძე აცხადებს, რომ მსგავსი ღონიძიებები კიდევ უფრო გააღრმავებს ქართველ და თურქ ბიზნესმენთა შორის ურთიერთობას.