კორპორატიული სპორტის ფედერაციასა და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

19:38, 04.07.2018

საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციასა და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია GURTİAD-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც ორგანიზაციებში აცხადებენ, მემორანდუმის მიზანი საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, პროპაგანდა და ხელშეწყობაა.

მემორანდუმის ფარგლებში ქართულ-თურქული ასოციაცია მონაწილეობას მიიღებს სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

„ჩვენ დიდ წვლილს შევიტანთ როგორც ჩართულობით, ასევე ფინანსური დახმარების მოძიების საკითხებში“, – განაცხადა ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია GURTİAD-ის პრეზიდენტმა ჯელალ სანჯარმა.

საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა ცივაძე აცხადებს, რომ მსგავსი ღონიძიებები კიდევ უფრო გააღრმავებს ქართველ და თურქ ბიზნესმენთა შორის ურთიერთობას.

მსგავსი