სამეგრელოში კორონავირუსზე სატვირთო მანქანის ხუთი მძღოლი გამოიკვლიეს, არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა
სამეგრელოში კორონავირუსზე სატვირთო მანქანის ხუთი მძღოლი გამოიკვლიეს, არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 10 პაციენტი რჩება.

მათგან ოთხს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.

როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, გუშინ ერთ-ერთ ინფიცირებულს საკონტროლო განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა, თუმცა პასუხი სუსტად დადებითი იყო და პაციენტი ისევ აგრძელებს მკურნალობას.

ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, რუხის საავადმყოფოს ტრაილერის მძღოლებმა მიმართეს.

მისივე განმარტებით, გუშინ ჯამში ტესტირება ხუთ მძღოლს ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.