კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით ფოთის სამედიცინო ცენტრში სამი პირია მოთავსებული
კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით ფოთის სამედიცინო ცენტრში სამი პირია მოთავსებული

კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით ფოთის სამედიცინო ცენტრში სამი პირია მოთავსებული.

კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 72 წლის მამაკაცი ფოთიდან, 16 წლის გოგონა ზუგდიდიდან და 29 წლის ქალი ლანჩხუთიდან. მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. ბიოლოგიური მასალის კვლევა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში მოხდება. პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.