კორონავირუსზე დღეს ტესტი ჩაუტარდება პირს, რომელიც ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში იმყოფებოდა
კორონავირუსზე დღეს ტესტი ჩაუტარდება პირს, რომელიც ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში იმყოფებოდა

ბოჭორიშვილის კლინიკაში ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა და კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის მქონე სამი პაციენტი მკურნალობს,- ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ექვს პაციენტს ანალიზისთვის ნაცხს დღეს აუღებენ.

„გუშინ წინ შემოსული ოთხი პაციენტის პასუხები ახალ კორონავირუსზე უარყოფითია და დიაგნოზი არ დადასტურდა. საერთო ჯამში ბოქსირებულ სექტორში არის 17 პაციენტი, აქედან ნაწილი არის უკვე უარყოფითი პასუხის მქონე, მაგრამ მათი კლინიკაში დაყოვნება ასიმპტომებამდე ხდება.

სამი ინფიცირებული არის ერთი ოჯახის წევრი და მათთან შემხებლობაში მყოფ კიდევ ერთ პირთან, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, დაფიქსირდა მაღალი ტემპერატურა და დღეს ჩაერთვება კვლევაში“ ,- აცხადებს მაკა სოლოღაშვილი.