კორონავირუსთან დაკავშირებით თანამშრომლების საგანგებო თათბირის გამო, ლუვრის მუზეუმი დროებით დაიკეტა
კორონავირუსთან დაკავშირებით თანამშრომლების საგანგებო თათბირის გამო, ლუვრის მუზეუმი დროებით დაიკეტა

პარიზში ლუვრის მუზეუმი დროებით დაიკეტა. ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში ნომერ პირველი მუზეუმის დახურვის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებით ლუვრის თანამშრომელთა საგანგებო თათბირი გახდა.

თანამშრომელთა საგანგებო შეხვედრის გამო, მუზეუმის გარეთ ტურისტების რიგი შეიქმნა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მუზეუმი მნახველებისთვის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიღება.

ლუვრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მუზეუმზე არ ვრცელდება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, დახურულ დაწესებულებებში ხუთი ათასზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ღონისძიებების ამართვა აიკრძალა.