კორონავირუსთან დაკავშირებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოქალაქეების საგანგებო მიღება გაიმართება
კორონავირუსთან დაკავშირებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოქალაქეების საგანგებო მიღება გაიმართება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, მიმართონ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საიდანაც პაციენტები გადამისამართდებიან.
„საავადმყოფოებში მოქალაქეების ძალიან დიდი ნაკადების მიმართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპისთვის, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება პაციენტების საგანგებო მიღება და ეს იქნება ემერჯენსცენტრი.
გთხოვთ ყველა მოქალაქეს, ვისაც გაქვთ საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საიდანაც პაციენტებს, საჭიროებისამებრ გადაამისამართებენ – იქნება ეს თვითიზოლაცია, საკარანტინე ზონა, ინფექციური საავადმყოფო თუ ოჯახის ექიმი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.