კორონავირუსთან დაკავშირებით ნორვეგიაში გერმანული საკრუიზო ხომალდი გააჩერეს
ნორვეგიაში გერმანული საკრუიზო ხომალდი გააჩერეს. „ბიბისის“ ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ ბორტზე მყოფ გერმანიის ორ მოქალქეს კორონავირუსი აქვს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხომალდ „აიდა აურას“ ეკიპაჟის მოთხოვნით, ნორვეგიის ქალაქ ჰეუგუსუნიდან გემის დაგეგმილი გასვლა მინიმუმ 24 საათით გადადო.
საკრუიზო გემზე 1200 მგზავრი იმყოფება.
ბოლო მონაცემებით, ნორვეგიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 32-ია. როგორც ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ვირუსის გავრცლების რისკი გაზრდილია.