კორონავირუსს მსოფლიოში უკვე 5 388 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 142 ათასს აღემატება. აქედან 17 660 ინფიცირებული მხოლოდ იტალიაშია, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 1266-ს მიაღწია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 1500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ესპანეთში, სადაც გარდაცვლილია 140 პაციენტი.
800 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ერთ დღეში საფრანგეთში, ვირუსს აქ 79 ადამიანი ემსხვერპლა.
გასული ღამის განმავლობაში 97 ადამიანი გარდაიცვალა ირანში. ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იკლო ჩინეთში. გასული 24 საათის განმავლობაში აქ ვირუსი მხოლოდ 11 ადამიანს დაუდგინდა. გარდაცვლილია 13 პაციენტი.
კლების ტენდენციაა სამხრეთ კორეაშიც. ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა, ყველაზე დაბალი მაჩვენებლია 22 თებერვლის შემდეგ. გარდაცვლილია 72 ადამიანი.