დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მედიასთან ადასტურებს, რომ კორონავირუსით საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია ინფიცირებული
კორონავირუსით საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია ინფიცირებული. ინფორმაციას მედიასთან ადასტურებს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
საუბარია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც სოფელ ხოვლეს გამგებელი თამაზ ხუციშვილი აცხადებს, მამაკაცი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს.