დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მედიასთან ადასტურებს, რომ კორონავირუსით საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია ინფიცირებული

12:46, 14.04.2020

კორონავირუსით საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია ინფიცირებული. ინფორმაციას მედიასთან ადასტურებს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

​საუბარია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც სოფელ ხოვლეს გამგებელი თამაზ ხუციშვილი აცხადებს, მამაკაცი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს.

მსგავსი