კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ახალი პაციენტი რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას
კორონავირუსის დღეს დადასტურებული სამი ახალი შემთხვევა თეთრიწყაროს უკავშირდება. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ სამივე შემთხვევა თეთრიწყაროს კლასტერის პირველადი კონტაქტებია.
ინფიცირებულთა შორის 60-დან 70 წლამდე ქალი და მამაკაცი ერთი ოჯახის წევრები არიან და მესამე პაციენტი კი, 25 წლამდე ახალგაზრდა ქალია. ისინი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. ინფიცირებულები რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გააგრძელებენ მკურნალობას.
სულ ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან 46 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა „კოვიდ-19“-ზე, 41 პასუხი უარყოფითია. ორი პასუხი კი, დღეს გახდება ცნობილი.