კორონავირუსით ინფიცირებული სახელმწიფო დაცვის თანამშრომლის სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ
კორონავირუსით ინფიცირებული სახელმწიფო დაცვის თანამშრომლის სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

„კოვიდ-19“-ით ინფიცირებული სახელმწიფო დაცვის თანამშრომლის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და საეჭვო სიმპტომებით პაციენტების ნიმუშების აღება.

ამ დროისთვის, 11 ნიმუში გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ხუთი ნიმუში ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრისაა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.

‌შეტყობინების საფუძველზე, დადასტურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ეპიდზედამხედველობა. ადგილობრივი, მუნიციპალური ჯანდაცვის ცენტრის სამსახურთან ერთად, ხდება კონტაქტში მყოფი პირების თერმოსკრინინგი, ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშების აღება. ოჯახიდან ავიღეთ ნიმუშები. კონტაქტების წრე არააა ფართო, ვიკვლევთ და ახლა მუშა პროცესში ვართ“, – განაცხადა შიდა ქართლის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეკა ქორჩაშვილმა.

როგორც სოფელ ხოვლეს გამგებელი თამაზ ხუციშვილი აცხადებს, მამაკაცი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს.