კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი ზუგდიდიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
რუხის მულტიფუნქციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, 42 წლის ზუგდიდელი მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, თბილისში გადაიყვანეს.
როგორც ნიკოლოზ ქარცივაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან კონსულტაციების შემდეგ, პაციენტის სწორედ ამ კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა.
რაც შეეხება კოვიდინფიცირებული მამაკაცის ოჯახის სამ წევრს, დედას და ორ მცირეწლოვან შვილს, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, საკარანტინო სივრციდან მათ რუხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.