კორონავირუსით ინფიცირების წყარო 10-მდე პაციენტის შემთხვევაში არ არის დადგენილი
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების წყარო სავარაუდოდ 10 პაციენტის შემთხვევაში არის უცნობი.
როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ხუთი ასეთი პაციენტი გუშინ დილის შემდეგ დადასტურებულ 14 შემთხვევას შორის არის, ხუთი კი, წინა დღეებში იყო.
„თუ დღევანდელ ხუთს კიდევ დავამატებთ წინა დღეებში დაფიქსირებულ ასეთ შემთხვევებს, ჯამურად ხუთი იყო, დაახლოებით 10-მდე არის ასეთი. თუმცა შეიძლება, რომელიმეს წყარო დადგენილი იყო წინა ეპიზოდებში და ჩემთვის არის უცნობი ჯერჯერობით, მაგრამ თუ დაუდგენელი დარჩა, ასეთი არის 10“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.