კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი რუსთავის „ცხელების ცენტრში“ დადასტურდა
რუსთავის „ცხელების ცენტრში“ 65 წლის ქალს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
პაციენტი აზერბაიჯანის მოქალაქეა და გაჩიანში ცხოვრობს.
მან ე.წ. ცხელების ცენტრს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით თვითდინებით მიმართა.
აღნიშნული ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ ოთხ ახალ შემთხვევაში შედის.
ამ წუთებში ეპიდემიოლოგები კონტაქტების დადგენას ცდილობენ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1003 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 873-ს შეადგენს.