მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გარდაცვლილი მე-19 პაციენტი სახლში მკურნალობდა, მას ასევე „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული და უვლიდა
გარდაცვლილი მე-19 პაციენტი ბინაზე მკურნალობდა და მას ასევე „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული და უვლიდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ეზუგბაიას თქმით, დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობამ ცხიმოვანი ემბოლია გამოიწვია, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
„დაგვემატა მე-19 გარდაცვლილი. ამ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი, ამ პრობლემების გამო, ძალიან დატვირთული ფსიქოემოციური სფერო, პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე, მას უვლიდა მისი და, ასევე კოვიდინფიცირებული. მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენ მიერ. უშუალოდ მე მქონდა კომუნიკაცია პაციენტის დასთან და დღის განმავლობაში რამდენჯერმე გვქონდა საუბარი. დაავადება ორივესთან თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო. პირველწყარო ამ შემთხვევაში ლენჯერს უკავშირდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.