კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი 82 წლის მამაკაცია, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, გარდაცვლილი 82 წლის ასაკის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
„პაციენტი გარდაიცვალა გუშინ, 12:40 საათზე. ის იყო კრიტიკულად მძიმე პაციენტი, 82 წლის კოვიდინფიცირებული, რომელსაც ჰქონდა მრავალი თანმხლები დაავადება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ასევე გვყავს კიდევ ერთი კრიტიკულად მძიმე ინფიცირებული, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, – აცხადებენ კლინიკაში.
გარდაცვლილ პაციენტთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც დაუდასტურეს, სადაც ამბობენ, რომ 82 წლის მამაკაცი არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა.
მათივე ცნობით, მდგომარეობა თავიდანვე იყო მძიმე, მრავლობითი თანმხლები დაავადებებით. ბოლო ორი კვირის განავლობაში პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა.