კორონავირუსით გარდაცვალების ექვსი შემთხვევიდან ერთი მცხეთის სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა
კორონავირუსით გარდაცვალების ექვსი შემთხვევიდან ერთი მცხეთის სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა.
კლინიკის დირექტორის, ლიკა მუმლაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი 78 წლის მამაკაცია.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 71 პაციენტი მკურნალობს, აქედან 13 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ორი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჩვენ სამი კრიტიკული პაციენტი გვყავდა. სამწუხაროდ, დღეს დილით გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ეს გახლდათ აჭარიდან გადმოყვანილი 78 წლის მამაკაცი, მრავალი კომორბიდული დაავადებითა და მწვავე კორონავირუსული ინფექციით“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.