კორონავირუსით დაავადებული ყველაზე პატარა პაციენტი 30 საათის ახალშობილია. „სიენენის“ ინფორმაციით, უხანში ახალშობილს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალშობილის დედაც კორონავირუსითაა ინფიცირებული. ექიმები ჯერ ვერ ამბობენ, როგორ და როდის მოხდა ბავშვის დაინფიცირება.
ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 563-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 1153 პირი. დაავადებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა.