საქართველოში კორონავირუსით 63-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 63-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 63-ს შეადგენს.

დღეს დილით გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ორი აჭარაში, ერთი თერჯოლაში და ერთი თბილისში. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარაში პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდგინდა,  348 კი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 9753 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 5235 პაციენტი.