კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო, რესტორანი „რესპუბლიკა“ დროებით დაიკეტა
კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო, ამ დროისთვის თბილისში, რესტორანი „რესპუბლიკა“ დაკეტეს.
როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბარში „რესპუბლიკას“ მენეჯერი აცხადებს, არის ეჭვი, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს „კოვიდ-19“ აქვს. ჯერ ტესტის პასუხი ცნობილი არ არის, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, გატესტილია ყველა თანამშრომელი. შეზღუდულია შენობიდან გამოსვლა და შესვლა ნებისმიერი ადამიანისთვის.
„არის ეჭვი, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს აქვს „კოვიდ-19“. იქიდან გამომდინარე, რომ ჰქონდა ამის გარკვეული სიმპტომები. ველოდებით დადასტურებულ ინფორმაციას. ჯერ არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია ტესტის პასუხის შესახებ. ჩვენთან სხვას არავის არ აქვს, ამიტომ არ ვიცით, ვისგან შეიძლება დაინფიცირებულიყო, თუ სტუმრებიდან ვინმეს ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილზე არანაირი შიდა კონტაქტი არ ყოფილა დადასტურებულ შემთხვევასთან. რა სამუშაოს ასრულებს ეს თანამშრომელი, ამ ინფორმაციას ვერ გეტყვით. ჩვენი ერთ-ერთი, რიგითი თანამშრომელია.
თანამშრომლები გაიტესტა, ველოდებით პასუხებს. ვიმყოფებით ადგილზე, არავინ არ ტოვებს შენობას და შენობაშიც არავინ არ შემოდის. ველოდებით ტესტირების პასუხებს. მხოლოდ რეგულაციების დაცვით ვმუშაობთ, რისი საშუალებაც გვქონდა ამ პირობებში. როდის იქნება პასუხები, ამ ინფორმაციას სამწუხაროდ, არ ვფლობთ, ჩვენც ველოდებით“,- განაცხადა „რესპუბლიკას“ გენერალურმა მენეჯერმა თაკო კვერნაძემ.