მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 6 741 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 238 511 შემთხვევა გამოვლინდა.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ აღნიშნული მონაცემებით მექსიკამ ირანს გადაუსწრო და ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიო ქვეყნების ათეულში შევიდა.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 679 ადამიანი ემსხვერპლა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მექსიკაში კორონავირუსული ინფექციით დღემდე 29 189 ადამიანი დაიღუპა, 143 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.