კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საბერძნეთში შეზღუდვები ხელახლა დააწესეს
საბერძნეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო შეზღუდვები ხელახლა დააწესეს. კერძოდ, აიკრძალება 50 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება, ხოლო ათენში რესტორნები და ბარები ღამით, 00:00 საათზე დაიხურება.
როგორც საბერძნეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ახალი შეზღუდვები 24 აგვისტომდე იქნება ძალაში და ქვეყნის კონკრეტულ ნაწილებში იმოქმედებს, სადაც „კოვიდ-19“-ის გავრცელების ტემპმა მოიმატა.
მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს მოუწოდა, ატარონ პირბადეები და დაემორჩილონ მთავრობის მიერ შემოღებულ წესებს.
საბერძნეთში ბოლო დღეებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 200-ს აჭარბებს.
საერთო ჯამში, საბერძნეთში აღრიცხულია 6 381 ინფიცირებული. გარდაიცვალა 216 ინფიცირებული პაციენტი.