კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ლიეტუვის სამ დიდ ქალაქში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა​
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ლიეტუვის სამ დიდ ქალაქში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა​

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ლიეტუვის სამ დიდ ქალაქში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა​. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შეზღუდვები ამოქმედდება ქვეყნის დედაქალაქ ვილნიუსში, ასევე კაუნასსა და კლაიპედაში.

მთავრობის განკარგულებით, ამ ქალაქებში 28 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. მკაცრად შეიზღუდება კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებები.

ასევე, შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობაც. მოქალაქეებს უფლება ექნებათ, მხოლოდ სამსახურში, მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში მივიდნენ.

ბოლო 24 საათში ლიეტუვაში კორონავირუსის 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კარანტინი ლიეტუვის 60 მუნიციპალიტეტიდან 12-ში გამოაცხადეს.