დონალდ ტრამპი „როიტერის“ ჟურნალისტს სიტყვიერად დაუპირისპირდა – „ავადმყოფი ხარ, შეხედეთ ამ კაცს, ფორმაში არ არის, საზიზღრად გამოიყურები, ფორმაში ჩადექი“
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „როიტერის“ ჟურნალისტს სიტყვიერად დაუპირისპირდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა, რომ კანზასში საარჩევნო მიტინგს არ დასწრებოდა.
„ავადმყოფი უნდა იყო, ასეთი კითხვა რომ დასვა. ავადმყოფი ხარ. ავადმყოფი ადამიანი ხარ. „როიტერი“ საშინელია. შეხედეთ ამ კაცს. ფორმაში არ არის. საზიზღრად გამოიყურები! ფორმაში ჩადექი. საშინლად გამოიყურები“, – აღნიშნა ტრამპმა.
WATCH: Trump to a reporter:
You are sick. You are a sick guy. Reuters is terrible.
Look at this guy. He is out of shape.
You are disgusting! Put yourself in shape. You look like hell. https://t.co/IzQjHh0Ssz
— Clash Report (@clashreport) October 29, 2026