ისრაელის ოპოზიცია აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს აქვს მცდელობა, არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენოს

01:14, 30.10.2026

ისრაელის ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების მცდელობაში ადანაშაულებს.

ოპოზიციის ლიდერის, გადი აიზენკოტისა და არაბული პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ნეთანიაჰუ არჩევნებში უცხოურ ჩარევაზე საუბრობს მას შემდეგ, რაც მისმა პოლიტიკურმა ბლოკმა საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა.

„ნეთანიაჰუ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის შესალახად კოორდინირებულ და ორგანიზებულ კამპანიას აწარმოებს“,- განაცხადა გადი აიზენკოტმა.

პარტია „ლიკუდში“ განაცხადეს, რომ ამომრჩევლებს არაბული პარტიებისთვის ხმის მისაცემად თანხა გადაუხადეს. ორივე არაბულმა პარტიამ ბრალდებები კატეგორიულად უარყო.

ამასთან, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებები უარყო და მათ „სასაცილო და სახიფათო“ უწოდა. საბოლოო შედეგებით, ნეთანიაჰუს პარტიასა და მის მოკავშირეებს 120-ადგილიან ქნესეთში 53 მანდატი აქვთ, ხოლო გადი აიზენკოტის ხელმძღვანელობით მოქმედ ბლოკს – 48. არაბულმა პარტიებმა ჯამში, რეკორდული, 19 მანდატი მიიღეს. ამ შედეგებით, არაბული პარტიები მთავრობის ფორმირების პროცესში გადამწყვეტი გავლენის მქონე ძალად იქცნენ.

მსგავსი