მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილე

15:26, 29.10.2026

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დაარსებიდან 85 წლის იუბილე მიულოცეს. საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართა, მიხეილ ყაველაშვილმა, ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა აკადემიის საქმიანობის მნიშვნელობასა და ქვეყნის მრავალწლიან სამეცნიერო ტრადიციებზე ისაუბრეს. მეცნიერებს საიუბილეო თარიღი მიულოცა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. საიუბილეო სხდომაზე, რომელიც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გახსნა, მეცნიერებს პატრიარქის მისალოცი გზავნილი პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გააცნო. მეცნიერებათა აკადემიის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

მსგავსი