კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი დროებით დაიკეტა
კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი დროებით დაიკეტა

კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი დროებით დაიკეტა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით, ინფიცირებულია ტაძრის მოძღვარი და კიდევ ორი სასულიერო პირი.

„ტაძარში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, შაბათს საღამოს ლოცვამდე წმინდა ნიკოლოზის ტაძარი დაკეტილი იქნება. ჩატარდება დეზინფექცია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ტაძრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, ინფიცირებულია ასევე კიდევ ერთი სასულიერო პირი ფერიის ეკლესიაში.

„ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იმყოფებიან თვითიზოლაციაში. რაც შეეხება წმინდა ნიკოლოზის ტაძარს, იქ სადეზინფექციო სამუშაოები დასრულდა და ხვალ ლოცვის დროს გაიხსნება“, – განაცხადა დეკანოზმა.