კორონავირუსის საფრთხის გამო, ბერლინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს დროებით ხურავს
ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო, ბერლინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს დროებით ხურავს.
ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ (CNN) ავრცელებს.
სახელმწიფო თეატრები, ოპერა და საკონცერტო დარბაზები 19 აპრილამდე დაიხურება.
ამასთან, კერძო დიდ თეატრებს კულტურის სამინისტრომ მოუწოდა, რეკომენდაციები გაითვალისწინონ.