კორონავირუსის საფრთხის გამო ავსტრიაში ხუთზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა
კორონავირუსის საფრთხის გამო ავსტრიაში ხუთზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საფრთხის გამო ქვეყანაში ხუთზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, დროებით დაიხურება რესტორნები.

ავსტრიის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ. გარდა ამისა, ავსტრიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ბრიტანეთის, ნიდერლანდების, რუსეთის, უკრაინის, იტალიისა და შვეიცარიის მოქალაქეებს.

ავსტრიაში „კოვიდ – 19“-ის 655 შემთხვევაა დაფიქსირებული.